Tuesday, April 19, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის  ტრენინგის მეცხრე დღე - გუგლის ელექტრონულ სივრცეში ავტვირთე სასწავლო პროექტის პროტფოლიო, რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვისწავლე ბლოგზე გამოქვეყნებულ პორტფოლიოში ცვლილებების შეტანა და  ახალი დოკუმენტის დამატება.
ინტელის ტრენინგის დასკვნით დღეს მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია, და შევაფასეთ კოლეგების ნაშრომები.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ტერენინგი იმ კუთხით რომ შევქმენი სასწავლო პროექტი რომელსაც განვახორციელებ ჩემს მოსწავლეებთან. ტრენინგის დროს მიღებული ინფორმაცია  მომეხმარება სხვა სასწავლო პროექტების შექმნაშიც.

ტრენინგი იყო საინტერესო. შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ  პროგრამაში მუშაობის უნარები, რაც გამომადგება სხვადასხვა სასწავლო პროექტის დადეგმვაში და ეფექტური დამხმარე ინტერაქტიული მასალის შექმნაში. 

სასაწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, April 14, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის მერვე დღე დაიწყო სასწავლო პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების შევსებით. დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა. შევქმენი სხვადასხვა განმავითარებელი შეფასებები სასწავლო პროექტის უკეთ წარმართვის მიზნით.
1. თანატოლთა უკუკავშირის ფორმა
2. ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი
3. ჩემი ჟურნალი ( დაკვირვების საწარმოებლად)
გუგლის ფორმებში  შევქმენი გამოკითხვის ფორმა (ღია და დახურული კითხვებისთვის)

მოვიძიე გამოკითხვის მონაცემები. გამოვაქვეყნე ბლოგზე გამოკითხვის ბმული.

კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday, April 12, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ გრაფა რომელიც ითვალიწინებს პროექტში ჩართული მოსწავლეების საბაზისო უნარ-ჩვევების ჩამონათვალს.  
ვისაუბრეთ მოსწავლეთა მხარდასაჭერი რესუსრის შექმნაზე. მოსწავლეთა მხარდასაჭერი რესურსის შესაქმნელად  შეიძლება შეიქმნას შაბლონი. დახმარება შეიძლება იყოს მარტივი კითხვებიც კი რაც დაეხმარება მას სწორ პასუხამდე მისასვლელად. განვიხილეთ სხვადასხვა მზა შაბლობის მაგალითები. რადგანაც ჩვენ ვგეგმავთ სლაიდ შოუს მომზადებას მოსწავლეთა დასახმარებლად მოვამზადე  სლაიდშოუს შაბლონი რათა მოსწავლეს არ გამორჩეს არც ერთი საინტერესო საკითხი  და გაუადვილდეს პრეზენტაციის მომზადება.
ვიმუშავეთ ბლოგზე    -  დასაწყისში გავიხსენეთ წინა გაკვეთილებზე ნასწავლი მასალა (პოსტის დაწერა,   დიზაინის შეცვლა,   სლაიდშოუს  ატვირთვა ბლოგზე).  ვისწავლე გაჯეტების მოხმარება და დამატება ბლოგზე. განვიხილეთ გაჯეტების შინაარსობრივი მხარე. ავტვირთე სურათები პროექტის შინარსის გათვალისწინებით. ჩავსვი სტუმრების მთვლელი გაჯეტი, შევქმენი და ბლოგზე განვათავსე გამოკითხვის გაჯეტი, ჩავსვი საათი.  

დავალება - უნდა მოვიფიქრო მინიმუმ ოთხი შეკითხვა გამოკითხვის ინსტრუმენტის შესაქმნელად.  მინიმუმ ორი შეკითხვა სავარაუდო პასუხებით, ორი შეკითხვა ღია ტიპის. 

Thursday, April 7, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე დაიწყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის სლაიდების დასრულებით. საპრეზენტაციო პროგარამაში კონკრეტულ სლაიდზე ექსელის დახმარებით ვისწავლე დიაგრამის გაკეთება, რომლის მეშვეობითაც პროექტის ძირითადი კითხვის შესახებ გამოკითხვის შედეგები წარმოვადგინე დიაგრამაზე და დავამატე სლაიდშოუს.
გავიმეორეთ გუგლის ელექტრონულ სივრცეში დოკუმენტის ატვირთვა და  ამ დოკუმენტის სამუშაო რეჟიმში გადაყვანა რათა შევისწავლოთ მისი გამოქვეყნება. გუგლის ელექტრონულ სივრცეში ავტვირთე მოსწავლის ნიმუში - საპრეზენტაციო პროგრამა სლაიდშოუ „რეცეპტები შავი ზღვის სკივრიდან“.  გადავიყვანე სამუშაო რეჟიმში. პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.
შევქმენი განმსაზღვრელი შეფასებისათვის მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა.  განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები. განვსაზღვრე შეფასების კრიტერიუმები, და კრიტერიუმის შესაბამისი ინდიკატორები.
ჩემი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე პროექტის შეფასებისათვის გამოვიყენებ შეფასების ჩეკლისტს. რომელიც შევქმენი ჩემი პროექტისთვის.

ვისწავლე სლაიდშოუს სლაიდებზე განთავსებული ტექსტებზე და ფოტოებზე ეფექტების დადება, რაც საშუალებას მომცემს შევქმნა ინტერაქტიული სასწავლო რესურსი. 

Tuesday, April 5, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. ვისწავლე როგორ ხდება გამოყენებული ლიტერატურის მითითება პროექტით სწავლების დროს. განვიხილეთ კონკრეტული მაგალითი შაბლონის მიხედვით -  გამოყენებული ლიტერატურა (მარტივი ფორმატი). http://tpdc.ge/essentials/  განვიხილეთ  წყაროს ციტირების კონკრეტული მაგალითი. გადმოვწერე ინტერნეტიდან პროექტისთვის საჭირო კონკრეტული თემატური სურათები და დავაფიქსირე კონკრეტული სურათის ინტერნეტ მისამართი. შევავსე გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი.
სასწავლო ნიმუშების შედგენა  - პროექტის მიზნების გაცნობა ჯგუფებისათვის ( რა უნდა შეასრულოს თვითოეულმა ჯგუფმა).  განვიხილეთ ერთი კონკრეტული პროექტის ფარგლებში შედგენილი სლაიდშოუ როგორ შეასრულა ჯგუფმა დავალება პროექტის მიზნებიდან გამომდინარე.

შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარის გეგმა.   ვისწავლე სლაიდშოუს აწყობა -  სლაიდების სტრუქტურა, სლაიდის სტრუქტურის შეცვლა, ორსვეტიან სლაიდში სათაურის, ტექსტის, დიაგრამის, სქემის, სურათის განთავსება. შევადგინე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდშოუს სახით. 

Thursday, March 31, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

პროექტის გეგმაში შევიტანე პროექტის საკვანძო კითხვები. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შემდეგ შევარჩიე მეთოდები და მოვარგე ჩემს პროექტს. შევადგინე   შეფასების გეგმა, რომელშიც აღვწერე ის მეთოდები რომელსაც გამოვიყენებ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. შევქმენი წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები ვორდის ფაილში. 

Tuesday, March 29, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ინტელის მესამე დღე - ინტელის პორტალზე ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან გადმოვიტანე ჩემი პროექტისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი მიზნები და ინდიკატორიები. იდეის შესაბამისობა ესგ-თან.
შევიმუშავეთ სასწავლო მიზნების შედგენის სტრატეგიები -  რომელი მიზანია გასაგები, სპეციფიური და სწავლებაზე ორიენტირებული. აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებით სასწავლო პროექტის გეგმაში შევადგინე შინაარსობრივ  სტანდარტებზე მორგებული პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები. მოვახდინე შედარება ბლუმის ტაქსონომიასთან და დავრწმუნდი რომ პროექტი მიმართულია სააზროვნო უნარებზე.
განვიხილეთ მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.   რისთვის გამოიყენება ისინი? მნიშვნელოვან თემებზე ყურადღების გასამახვილებლად.  საგანთა შორის კავშირების დასამყარებლად. და ა.შ. როგორ ამყარებს თემატური კითხვები ზოგადი კითხვებს. განვიხილეთ მაგალითები. http://tpdc.ge/essentials/
საშინაო დავალება პროექტის საკვანძო კითხვები:
1. ზოგადი კითხვა
 2. თემატური კითხვა
3. შინაარსობრივი კითხვა

ჩემს პირად ელექტრონულ ფოსტაზე შევქმენი გუგლის ელექტრონული სივრცე,  ვისწავლე ამ სივრცეში დოკუმენტების ატვიტთვა (შენახვა) და სახვადასხვა მოქმედებები.  ავტვირთე ჩემთვის სასურველი დოკუმენტები. ვისწავლე დოკუმენტის სამუშაო ფორმატში (რეჟიმში) გადაყვანა. ვისწავლე ფაილის გაზიარება რომელიც სამუშაო რეჟიმშია გადაყვანილი, გაზიარების შესახებ შეტყობინება გუგლის ფოსტაზე და მისი ნახვა.

ვისწავლე და შევცვალე ბლოგის დიზაინი. 

Thursday, March 24, 2016

მეორე დღის რეფლექსია



მეორე დღის დასაწყისში გავეცანი მნიშვნელოვან და სასარგებლო რესურსებს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ციფრული რესურსების პორტალიდან

შევადგინე სასწავლო პროექტის იდეა  - ჩამოვაყალიბე პროექტის თემის დასახელება „რეცეპტები შავის ზღვის სკივრიდან „  და თემის შინაარსი.
განვიხილეთ 4 და 5 აქტივობა - პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. ბუკლეტის (ინფორმაცია პროექტის შესახებ) მოსამზადებლად და სტატიის დაგეგმისთვის გამოვყავი სამიზნე ჯგუფი და გამოცემის მომზადების ჩეკლისტში მოვნიშნე საინტერესო საკითხები.
ინტერნეტ სახელმძღვანელოში  რესურსებში მოვიძიე „პროექტებზე დაფუძნებული სწავლება“- და  ვნახე ბუკლეტის ნიმუში http://tpdc.ge/essentials/ რომელიც გარკვეულ დახმარებას გამიეწევს პროექტის მომზადების პერიოდში ბუკლეტის შესაქმნელად.
http://tpdc.ge/essentials/ განთავსებულია შაბლონები რომელის შეიძლება გამოვიყენო ბუკლეტის ან გაზეთის შესაქმნელად. ასევე თავად დავეუფლე   ვორდის ფაილში ბუკლეტის გაკეთების პრონციპს (ჩარჩოების გაკეთება, კონკრეტული ობიექტების ჩასმა, ტექსტის  ჩასმა მისთვის განკუთვნილ ადგილზე).
ვორდის შაბლონის დახმარებით მოვამზადე ბუკლეტი პროექტის შესახებ

Tuesday, March 22, 2016

პირველი დღის რეფლრქსია

მე ვფიქრობ რომ  ინტელის ტერნინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო იყო იმიტომ რომ დეტალურად  გავიარე ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენების წესი. ინტერნეტ სახელმძღვანელო შედგება შინაარსობრივი ნაწილისგან, რესურსებისაგან და ეგრეთწოდებული სანიშნესგან, სადაც შესაძლებელია  ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის მონიშვნა რომელსაც ვთვლი რომ გამომადგება პროექტის შესაქმნელად. ვისწავლე ელექტრონულ სახელმძღვანელოში მუშაობის წესები. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროექტების და  რესურსების გაცნობა რომელიც განთავსებულია სახელმძღვანელოს რესურსების ბლოკში. 

შევქმენი ელექტრონული საქაღალდე რომელშიც არის გაერთიანებული ექვსი ფოლდერი. ელექტრონული სახელმძღვანელოდან გადმოვიტანე საჭირო დოკუმენტები. 
შევქმენი ინტერნეტბლოგი.