მე ვფიქრობ რომ ინტელის ტერნინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო იყო იმიტომ რომ დეტალურად გავიარე ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენების
წესი. ინტერნეტ სახელმძღვანელო შედგება შინაარსობრივი ნაწილისგან, რესურსებისაგან და
ეგრეთწოდებული სანიშნესგან, სადაც შესაძლებელია
ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის მონიშვნა რომელსაც ვთვლი რომ გამომადგება პროექტის
შესაქმნელად. ვისწავლე ელექტრონულ სახელმძღვანელოში მუშაობის წესები. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროექტების და რესურსების გაცნობა რომელიც განთავსებულია სახელმძღვანელოს რესურსების ბლოკში.
შევქმენი ელექტრონული
საქაღალდე რომელშიც არის გაერთიანებული ექვსი ფოლდერი. ელექტრონული სახელმძღვანელოდან
გადმოვიტანე საჭირო დოკუმენტები.
შევქმენი ინტერნეტბლოგი.
No comments:
Post a Comment