მეექვსე დღე დაიწყო
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის სლაიდების დასრულებით. საპრეზენტაციო პროგარამაში
კონკრეტულ სლაიდზე ექსელის დახმარებით ვისწავლე დიაგრამის გაკეთება, რომლის მეშვეობითაც
პროექტის ძირითადი კითხვის შესახებ გამოკითხვის შედეგები წარმოვადგინე დიაგრამაზე და
დავამატე სლაიდშოუს.
გავიმეორეთ გუგლის
ელექტრონულ სივრცეში დოკუმენტის ატვირთვა და ამ დოკუმენტის სამუშაო რეჟიმში გადაყვანა რათა შევისწავლოთ
მისი გამოქვეყნება. გუგლის ელექტრონულ სივრცეში ავტვირთე მოსწავლის ნიმუში - საპრეზენტაციო
პროგრამა სლაიდშოუ „რეცეპტები შავი ზღვის სკივრიდან“. გადავიყვანე სამუშაო რეჟიმში. პრეზენტაცია გამოვაქვეყნე
ჩემს ბლოგზე.
შევქმენი განმსაზღვრელი
შეფასებისათვის მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა. განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები. განვსაზღვრე შეფასების
კრიტერიუმები, და კრიტერიუმის შესაბამისი ინდიკატორები.
ჩემი სკოლის სპეციფიკიდან
გამომდინარე პროექტის შეფასებისათვის გამოვიყენებ შეფასების ჩეკლისტს. რომელიც შევქმენი
ჩემი პროექტისთვის.
ვისწავლე სლაიდშოუს
სლაიდებზე განთავსებული ტექსტებზე და ფოტოებზე ეფექტების დადება, რაც საშუალებას მომცემს შევქმნა
ინტერაქტიული სასწავლო რესურსი.
No comments:
Post a Comment