ინტელის მესამე დღე - ინტელის პორტალზე ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან გადმოვიტანე ჩემი პროექტისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი მიზნები და ინდიკატორიები. იდეის შესაბამისობა ესგ-თან.
შევიმუშავეთ სასწავლო მიზნების შედგენის სტრატეგიები - რომელი მიზანია გასაგები, სპეციფიური და სწავლებაზე ორიენტირებული. აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებით სასწავლო პროექტის გეგმაში შევადგინე შინაარსობრივ სტანდარტებზე მორგებული პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები. მოვახდინე შედარება ბლუმის ტაქსონომიასთან და დავრწმუნდი რომ პროექტი მიმართულია სააზროვნო უნარებზე.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. რისთვის გამოიყენება ისინი? მნიშვნელოვან თემებზე ყურადღების გასამახვილებლად. საგანთა შორის კავშირების დასამყარებლად. და ა.შ. როგორ ამყარებს თემატური კითხვები ზოგადი კითხვებს. განვიხილეთ მაგალითები. http://tpdc.ge/essentials/
საშინაო დავალება პროექტის საკვანძო კითხვები:
1. ზოგადი კითხვა
2. თემატური კითხვა
3. შინაარსობრივი კითხვა
ჩემს პირად ელექტრონულ ფოსტაზე შევქმენი გუგლის ელექტრონული სივრცე, ვისწავლე ამ სივრცეში დოკუმენტების ატვიტთვა (შენახვა) და სახვადასხვა მოქმედებები. ავტვირთე ჩემთვის სასურველი დოკუმენტები. ვისწავლე დოკუმენტის სამუშაო ფორმატში (რეჟიმში) გადაყვანა. ვისწავლე ფაილის გაზიარება რომელიც სამუშაო რეჟიმშია გადაყვანილი, გაზიარების შესახებ შეტყობინება გუგლის ფოსტაზე და მისი ნახვა.
ვისწავლე და შევცვალე ბლოგის დიზაინი.
No comments:
Post a Comment