Tuesday, April 19, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის  ტრენინგის მეცხრე დღე - გუგლის ელექტრონულ სივრცეში ავტვირთე სასწავლო პროექტის პროტფოლიო, რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვისწავლე ბლოგზე გამოქვეყნებულ პორტფოლიოში ცვლილებების შეტანა და  ახალი დოკუმენტის დამატება.
ინტელის ტრენინგის დასკვნით დღეს მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია, და შევაფასეთ კოლეგების ნაშრომები.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ტერენინგი იმ კუთხით რომ შევქმენი სასწავლო პროექტი რომელსაც განვახორციელებ ჩემს მოსწავლეებთან. ტრენინგის დროს მიღებული ინფორმაცია  მომეხმარება სხვა სასწავლო პროექტების შექმნაშიც.

ტრენინგი იყო საინტერესო. შევიძინე სხვადასხვა კომპიუტერულ  პროგრამაში მუშაობის უნარები, რაც გამომადგება სხვადასხვა სასწავლო პროექტის დადეგმვაში და ეფექტური დამხმარე ინტერაქტიული მასალის შექმნაში. 

სასაწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, April 14, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის მერვე დღე დაიწყო სასწავლო პროექტის გეგმაში სასწავლო პროცედურების შევსებით. დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა. შევქმენი სხვადასხვა განმავითარებელი შეფასებები სასწავლო პროექტის უკეთ წარმართვის მიზნით.
1. თანატოლთა უკუკავშირის ფორმა
2. ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი
3. ჩემი ჟურნალი ( დაკვირვების საწარმოებლად)
გუგლის ფორმებში  შევქმენი გამოკითხვის ფორმა (ღია და დახურული კითხვებისთვის)

მოვიძიე გამოკითხვის მონაცემები. გამოვაქვეყნე ბლოგზე გამოკითხვის ბმული.

კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday, April 12, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის დასაწყისში სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ გრაფა რომელიც ითვალიწინებს პროექტში ჩართული მოსწავლეების საბაზისო უნარ-ჩვევების ჩამონათვალს.  
ვისაუბრეთ მოსწავლეთა მხარდასაჭერი რესუსრის შექმნაზე. მოსწავლეთა მხარდასაჭერი რესურსის შესაქმნელად  შეიძლება შეიქმნას შაბლონი. დახმარება შეიძლება იყოს მარტივი კითხვებიც კი რაც დაეხმარება მას სწორ პასუხამდე მისასვლელად. განვიხილეთ სხვადასხვა მზა შაბლობის მაგალითები. რადგანაც ჩვენ ვგეგმავთ სლაიდ შოუს მომზადებას მოსწავლეთა დასახმარებლად მოვამზადე  სლაიდშოუს შაბლონი რათა მოსწავლეს არ გამორჩეს არც ერთი საინტერესო საკითხი  და გაუადვილდეს პრეზენტაციის მომზადება.
ვიმუშავეთ ბლოგზე    -  დასაწყისში გავიხსენეთ წინა გაკვეთილებზე ნასწავლი მასალა (პოსტის დაწერა,   დიზაინის შეცვლა,   სლაიდშოუს  ატვირთვა ბლოგზე).  ვისწავლე გაჯეტების მოხმარება და დამატება ბლოგზე. განვიხილეთ გაჯეტების შინაარსობრივი მხარე. ავტვირთე სურათები პროექტის შინარსის გათვალისწინებით. ჩავსვი სტუმრების მთვლელი გაჯეტი, შევქმენი და ბლოგზე განვათავსე გამოკითხვის გაჯეტი, ჩავსვი საათი.  

დავალება - უნდა მოვიფიქრო მინიმუმ ოთხი შეკითხვა გამოკითხვის ინსტრუმენტის შესაქმნელად.  მინიმუმ ორი შეკითხვა სავარაუდო პასუხებით, ორი შეკითხვა ღია ტიპის. 

Thursday, April 7, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე დაიწყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის სლაიდების დასრულებით. საპრეზენტაციო პროგარამაში კონკრეტულ სლაიდზე ექსელის დახმარებით ვისწავლე დიაგრამის გაკეთება, რომლის მეშვეობითაც პროექტის ძირითადი კითხვის შესახებ გამოკითხვის შედეგები წარმოვადგინე დიაგრამაზე და დავამატე სლაიდშოუს.
გავიმეორეთ გუგლის ელექტრონულ სივრცეში დოკუმენტის ატვირთვა და  ამ დოკუმენტის სამუშაო რეჟიმში გადაყვანა რათა შევისწავლოთ მისი გამოქვეყნება. გუგლის ელექტრონულ სივრცეში ავტვირთე მოსწავლის ნიმუში - საპრეზენტაციო პროგრამა სლაიდშოუ „რეცეპტები შავი ზღვის სკივრიდან“.  გადავიყვანე სამუშაო რეჟიმში. პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე.
შევქმენი განმსაზღვრელი შეფასებისათვის მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკა.  განვიხილეთ კონკრეტული მაგალითები. განვსაზღვრე შეფასების კრიტერიუმები, და კრიტერიუმის შესაბამისი ინდიკატორები.
ჩემი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე პროექტის შეფასებისათვის გამოვიყენებ შეფასების ჩეკლისტს. რომელიც შევქმენი ჩემი პროექტისთვის.

ვისწავლე სლაიდშოუს სლაიდებზე განთავსებული ტექსტებზე და ფოტოებზე ეფექტების დადება, რაც საშუალებას მომცემს შევქმნა ინტერაქტიული სასწავლო რესურსი.