ტრენინგის დასაწყისში
სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ გრაფა რომელიც ითვალიწინებს პროექტში ჩართული მოსწავლეების
საბაზისო უნარ-ჩვევების ჩამონათვალს.
ვისაუბრეთ მოსწავლეთა
მხარდასაჭერი რესუსრის შექმნაზე. მოსწავლეთა მხარდასაჭერი რესურსის შესაქმნელად შეიძლება შეიქმნას შაბლონი. დახმარება შეიძლება იყოს
მარტივი კითხვებიც კი რაც დაეხმარება მას სწორ პასუხამდე მისასვლელად. განვიხილეთ სხვადასხვა
მზა შაბლობის მაგალითები. რადგანაც ჩვენ ვგეგმავთ სლაიდ შოუს მომზადებას მოსწავლეთა
დასახმარებლად მოვამზადე სლაიდშოუს შაბლონი
რათა მოსწავლეს არ გამორჩეს არც ერთი საინტერესო საკითხი და გაუადვილდეს პრეზენტაციის მომზადება.
ვიმუშავეთ ბლოგზე - დასაწყისში
გავიხსენეთ წინა გაკვეთილებზე ნასწავლი მასალა (პოსტის დაწერა, დიზაინის შეცვლა, სლაიდშოუს ატვირთვა ბლოგზე). ვისწავლე გაჯეტების მოხმარება და დამატება ბლოგზე.
განვიხილეთ გაჯეტების შინაარსობრივი მხარე. ავტვირთე სურათები პროექტის შინარსის გათვალისწინებით.
ჩავსვი სტუმრების მთვლელი გაჯეტი, შევქმენი და ბლოგზე განვათავსე გამოკითხვის გაჯეტი,
ჩავსვი საათი.
დავალება - უნდა
მოვიფიქრო მინიმუმ ოთხი შეკითხვა გამოკითხვის ინსტრუმენტის შესაქმნელად. მინიმუმ ორი შეკითხვა სავარაუდო პასუხებით, ორი შეკითხვა
ღია ტიპის.
No comments:
Post a Comment