ვისაუბრეთ საავტორო
უფლებებზე. ვისწავლე როგორ ხდება გამოყენებული ლიტერატურის მითითება პროექტით სწავლების
დროს. განვიხილეთ კონკრეტული მაგალითი შაბლონის მიხედვით - გამოყენებული ლიტერატურა (მარტივი ფორმატი). http://tpdc.ge/essentials/ განვიხილეთ
წყაროს ციტირების კონკრეტული მაგალითი. გადმოვწერე ინტერნეტიდან პროექტისთვის
საჭირო კონკრეტული თემატური სურათები და დავაფიქსირე კონკრეტული სურათის ინტერნეტ მისამართი.
შევავსე გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი.
სასწავლო ნიმუშების შედგენა - პროექტის მიზნების გაცნობა ჯგუფებისათვის ( რა
უნდა შეასრულოს თვითოეულმა ჯგუფმა). განვიხილეთ
ერთი კონკრეტული პროექტის ფარგლებში შედგენილი სლაიდშოუ როგორ შეასრულა ჯგუფმა დავალება
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარის გეგმა. ვისწავლე სლაიდშოუს აწყობა - სლაიდების სტრუქტურა, სლაიდის სტრუქტურის შეცვლა, ორსვეტიან სლაიდში
სათაურის, ტექსტის, დიაგრამის, სქემის, სურათის განთავსება. შევადგინე მოსწავლის სავარაუდო
ნაშრომი საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდშოუს სახით.
No comments:
Post a Comment