პროექტის გეგმაში
შევიტანე პროექტის საკვანძო კითხვები. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შემდეგ შევარჩიე
მეთოდები და მოვარგე ჩემს პროექტს. შევადგინე შეფასების
გეგმა, რომელშიც აღვწერე ის მეთოდები რომელსაც გამოვიყენებ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.
შევქმენი წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტები ვორდის ფაილში.
Thursday, March 31, 2016
Tuesday, March 29, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ინტელის მესამე დღე - ინტელის პორტალზე ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან გადმოვიტანე ჩემი პროექტისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი მიზნები და ინდიკატორიები. იდეის შესაბამისობა ესგ-თან.
შევიმუშავეთ სასწავლო მიზნების შედგენის სტრატეგიები - რომელი მიზანია გასაგები, სპეციფიური და სწავლებაზე ორიენტირებული. აღნიშნული სტრატეგიის გამოყენებით სასწავლო პროექტის გეგმაში შევადგინე შინაარსობრივ სტანდარტებზე მორგებული პროექტის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები. მოვახდინე შედარება ბლუმის ტაქსონომიასთან და დავრწმუნდი რომ პროექტი მიმართულია სააზროვნო უნარებზე.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები - ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. რისთვის გამოიყენება ისინი? მნიშვნელოვან თემებზე ყურადღების გასამახვილებლად. საგანთა შორის კავშირების დასამყარებლად. და ა.შ. როგორ ამყარებს თემატური კითხვები ზოგადი კითხვებს. განვიხილეთ მაგალითები. http://tpdc.ge/essentials/
საშინაო დავალება პროექტის საკვანძო კითხვები:
1. ზოგადი კითხვა
2. თემატური კითხვა
3. შინაარსობრივი კითხვა
ჩემს პირად ელექტრონულ ფოსტაზე შევქმენი გუგლის ელექტრონული სივრცე, ვისწავლე ამ სივრცეში დოკუმენტების ატვიტთვა (შენახვა) და სახვადასხვა მოქმედებები. ავტვირთე ჩემთვის სასურველი დოკუმენტები. ვისწავლე დოკუმენტის სამუშაო ფორმატში (რეჟიმში) გადაყვანა. ვისწავლე ფაილის გაზიარება რომელიც სამუშაო რეჟიმშია გადაყვანილი, გაზიარების შესახებ შეტყობინება გუგლის ფოსტაზე და მისი ნახვა.
ვისწავლე და შევცვალე ბლოგის დიზაინი.
Thursday, March 24, 2016
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღის დასაწყისში გავეცანი მნიშვნელოვან და სასარგებლო რესურსებს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ციფრული რესურსების პორტალიდან
შევადგინე სასწავლო პროექტის იდეა - ჩამოვაყალიბე პროექტის თემის დასახელება „რეცეპტები შავის ზღვის სკივრიდან „ და თემის შინაარსი.
განვიხილეთ 4 და 5 აქტივობა - პუბლიკაციის მომზადება
პროექტებით
სწავლების
თემაზე. ბუკლეტის (ინფორმაცია პროექტის შესახებ) მოსამზადებლად
და სტატიის დაგეგმისთვის გამოვყავი სამიზნე ჯგუფი და გამოცემის მომზადების ჩეკლისტში
მოვნიშნე საინტერესო საკითხები.
ინტერნეტ სახელმძღვანელოში რესურსებში
მოვიძიე „პროექტებზე დაფუძნებული სწავლება“- და ვნახე ბუკლეტის ნიმუში http://tpdc.ge/essentials/ რომელიც გარკვეულ დახმარებას გამიეწევს პროექტის მომზადების
პერიოდში ბუკლეტის შესაქმნელად.
http://tpdc.ge/essentials/
განთავსებულია შაბლონები რომელის შეიძლება გამოვიყენო ბუკლეტის ან გაზეთის შესაქმნელად.
ასევე თავად დავეუფლე ვორდის ფაილში ბუკლეტის
გაკეთების პრონციპს (ჩარჩოების გაკეთება, კონკრეტული ობიექტების ჩასმა, ტექსტის ჩასმა მისთვის განკუთვნილ ადგილზე).
ვორდის შაბლონის დახმარებით მოვამზადე ბუკლეტი პროექტის შესახებ
Tuesday, March 22, 2016
პირველი დღის რეფლრქსია
მე ვფიქრობ რომ ინტელის ტერნინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო იყო იმიტომ რომ დეტალურად გავიარე ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენების
წესი. ინტერნეტ სახელმძღვანელო შედგება შინაარსობრივი ნაწილისგან, რესურსებისაგან და
ეგრეთწოდებული სანიშნესგან, სადაც შესაძლებელია
ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის მონიშვნა რომელსაც ვთვლი რომ გამომადგება პროექტის
შესაქმნელად. ვისწავლე ელექტრონულ სახელმძღვანელოში მუშაობის წესები. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროექტების და რესურსების გაცნობა რომელიც განთავსებულია სახელმძღვანელოს რესურსების ბლოკში.
შევქმენი ელექტრონული
საქაღალდე რომელშიც არის გაერთიანებული ექვსი ფოლდერი. ელექტრონული სახელმძღვანელოდან
გადმოვიტანე საჭირო დოკუმენტები.
შევქმენი ინტერნეტბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)